გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, 23 წლის გოგოს ავტომობილი მწყემსმა იპოვა. „რა ინფორმაციაც მაქვს, ესაა, რომ გარდაცვლილი გოგოს მანქანა მწყემსმა იპოვა“, - განუცხადა, რამიშვილმა ჟურნალისტებს.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ხუთი დღის წინ დაკარგული 23 წლის გოგოს სამძებრო სამუშაოებში დღეს ვერტმფრენები და მყვინთავები ჩაერთვნენ. ამას წინ უძღოდა დაკარგული გოგოს ოჯახისა და ახლობლების საპროტესტო აქცია.
ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩაერთვება.
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.