ესპანეთის ლა ლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელისთვის დაწესებული პრიზი ზინედინ ზიდანსა და ჟულიენ ლოპეტეგის გადაეცათ

ესპანეთის ლა ლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელისთვის დაწესებული პრიზი ზინედინ ზიდანსა და ჟულიენ ლოპეტეგის გადაეცათ

ესპანეთის ლა ლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელისთვის დაწესებული პრიზი ზინედინ ზიდანსა და ჟულიენ ლოპეტეგის გადაეცათ.

გამოცემა „მარკას“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში „რეალისა“ და „სევილიას“ დამრიგებლებმა ხმათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს და პრიზიც ორივემ მიიღო.

ზიდანის ხელმძღვანელობით სამეფო კლუბმა სამწლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატი ოცდამეთოთხმეტედ მოიგო, ლოპეტეგიმ კი ანდალუსიელები მეოთხე ადგილზე გაიყვანა, რაც მათ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაშის საშუალებას მისცემს.