ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ გატანილი გოლების რაოდენობით მხოლოდ ლეგენდარულ პელეს ჩამორჩება.
„ლაციოსთან“ შეხვედრაში პორტუგალიელმა დუბლი მიითვალა და კარიერის მანძილზე გატანილი 734 გოლით რომარიოს გაუთანაბრდა.
მასზე მეტი გოლი (767) მხოლოდ ფეხბურთის მეფეს, პელეს აქვს გატანილი.
კრიშტიანუ რონალდუმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. 35 წლის პორტუგალიელი პირველია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ევროპის სამ ტოპ-ლიგაში, ინგლისის პრემიერლიგაში, ესპანეთის ლა ლიგასა და იტალიის სერია A-ში 50 გოლი გაიტანა.