„რუსეთი ძლიერი ქვეყანაა, მაგრამ იმაზე სუსტია, ვიდრე ჩვენ გვგონია“, - ამის შესახებ ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და კონგრესის აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ნატო-ში საქართველოს დაუყოვნებელ გაწევრიანებას ემხრობა და ასევე განმარტა საკუთარი გარკვეული პერიოდის წინ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც არ უნდა იყოს შიში ისეთი სუსტი ქვეყნის მიმართ, როგორიც რუსეთია.
„რუსეთი ძლიერია - როდესაც მე სუსტს ვამბობ, ვგულისხმობ, რომ იმაზე სუსტია, ვიდრე ჩვენ გვგონია. ეს ყოფილი საბჭოთა კავშირია, ქვეყანა, რომლის ეკონომიკა მთლიანად ნავთობზეა დაყრდნობილი, ნავთობის ფასები კი დაცემულია. თუ ამ ყველაფერს გადახედავთ, კი, აქვს სიძლიერეები, მაგრამ არის ასევე ბევრი რეალური სისუსტეც. ჩემი აზრით, პრობლემის ნაწილი ისაა, რომ ადამიანებს განსხვავებული შეხედულება აქვთ, რომ თითქოს, რუსეთის წინააღმდეგ თუ ძლიერად დადგები, ეს მათ გამოიწვევს. ჩემთვის კი რეალობა საპირისპიროა - თუ ძლიერად დაუდგები, ისინი არ პროვოცირდებიან. ასევე, ვფიქრობ, კიდევ ის არის, რომ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მათ კონფლიქტი არ უნდათ და არ სურთ, თავდაცვაში მეტი თანხების ინვესტირება მოახდინონ. აქედან გამომდინარე, სირიას იდეალურ მაგალითად ვთვლი - როდესაც რუსეთი ფიქრობდა, რომ ნავთობის სექტორიდან გამოგვაგდებდა. 300 მათგანი მოვკალით და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მათგან არაფერი გვსმენია“, - აღნიშნა კინზინგერმა.
არ არის კისინგერი ამის წამკითხველი და არც არავინ - ამბის მიმტანი, თორემ ვკითხავდი: "ჩვენ"-ში ვინ იგულისხმებით - მთელი ამერიკა თუ ნაცების ლობისტი კონგრესმენები, რომლებიც ისე მოიქცნენ 08-ში, როგორც არის ნათქვამი: გააქეზეს მურია (სააკაშვილი), შეაჭმეს მგელსაო (საქართველო)?!
თუ თქვენ გგონიათ რომ რუსეთი ძლიერია, მაშინ საიდან იცით, რომ სუსტია? ხოლო თუ იცით რომ სუსტია, მაშინ რატომ გგონიათ, რომ ძლიერია?