ირაკლი კობახიძე: შემძრა სურათმა, რაც ქართულ ოპოზიციურ სპექტრშია, წარმოუდგენელი სახელები და გვარებია

ირაკლი კობახიძე: შემძრა სურათმა, რაც ქართულ ოპოზიციურ სპექტრშია, წარმოუდგენელი სახელები და გვარებია

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ სპექტრში მძიმე სურათია. აღნიშნულის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.

„მე მგონია, რომ თბილისში 8-ვე მაჟორიტარმა პირველივე ტურში უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში. გამომდინარე მძიმე სურათიდან. შემძრა სურათმა, რაც არის ქართულ ოპოზიციურ სპექტრში. წარმოუდგენელი სახელები და გვარებია, გინდა კვალიფიკაცია აიღეთ და გინდა სხვა ელემენტები მათი რეპუტაციის. მძიმე სურათია ძალიან ოპოზიციაში“, - განაცხადა კობახიძემ.

წამყვანის კითხვაზე, სად ხედავს მძიმე სურათს და რას იტყვის მაგალითად, გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით, რომელსაც კვლევებით საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს, კობახიძე პასუხობს, რომ რეპუტაციულად ვაშაძე დაზიანებულია და ამ მხრივ მას გიგა ბოკერიას შეადარებდა.

„მათ შორის, გიორგი ვაშაძე. თუ ვინმე შეიძლება, უსინდისობის ნაწილში რეპუტაციულად შევადარო ბოკერია და ვაშაძე შეიძლება, ერთად დავაყენო. ძალიან მძიმეა თავისი დამოკიდებულებით სინდისის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.