კახა კალაძე: დაველოდოთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიას, რომელიც საკმაოდ საინტერესო იქნება

კახა კალაძე: დაველოდოთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიას, რომელიც საკმაოდ საინტერესო იქნება

„ქართული ოცნების“ ახალი სახეები პროპორციულ სიაში იქნებიან წარმოდგენილები. ამის შესახებ „რუსთავი 2-ის“ ეთერში პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„როდესაც მიმდინარეობდა ადამიანების გადასინჯვა, როდესაც მე ვსაუბრობ, რომ 4-5 კანდიდატი განიხილებოდა თითოეულ ოლქში, აქ საუბარია, ასევე, ახალ სახეებზე, რომლებსაც ჩვენ ცოტა მოგვიანებით, საარჩევნო სიებში ვიხილავთ.

თქვენ იცით, რომ მაჟორიტარი ცოტა განსხვავებული ტიპაჟია და როდესაც ჩვენ ჩავატარეთ კვლევები, საუკეთესოები აქ არიან წარმოდგენილნი, ის ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტი ნდობა და მხარდაჭერა აქვთ იმ ოლქებში, სადაც არიან დასახელებული. რაც შეეხება ახალ სახეებს: ნუ ვიჩქარებთ, დაველოდოთ, წინ ჯერ კიდევ გვაქვს დრო, დაველოდოთ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიას, რომელიც საკმაოდ საინტერესო იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 20 ივნისს წარადგინა.