ვისაც საქართველოსთვის ცუდი გინდათ, ცუდ ხასიათზე უნდა დაგაყენოთ, საქართველოს დახმარებას არცერთი ცენტი არ დააკლდება, - ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ვისაც საქართველოსთვის ცუდი გინდათ, ცუდ ხასიათზე უნდა დაგაყენოთ, „პროდასავლური ოპოზიცია“ საქართველოს დახმარებას არც ერთი ცენტი არ დააკლდება და იცით რატომ? იმიტომ რომ საქართველოს და აშშ პარტნიორობა ასე მაღალ დონეზე ჯერ არასდროს ყოფილა, კიდევ იმიტომ რომ ევროატლანტიკური კურსი ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანია და ხელისუფლება ამ მიზნების მისაღწევად ყველაფერს აკეთებს და მთავარი - შეცვლილი საარჩევნო სისტემით და თვისობრივად გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოს პირობებში, 2020 საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, ზუსტად ისეთი, როგორსაც ელოდებიან დასავლელი მეგობრები“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.