გიორგი ვაშაძე: ამომრჩეველს მნგრეველებსა და აღმშენებლებს შორის აქვს არჩევანი, ჩვენ აღმშენებლები ვართ

გიორგი ვაშაძე: ამომრჩეველს მნგრეველებსა და აღმშენებლებს შორის აქვს არჩევანი, ჩვენ აღმშენებლები ვართ

გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ისნის საარჩევნო ოლქში გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებს. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამომრჩეველს მნგრეველებსა და აღმშენებლებს შორის აქვს არჩევანი, ჩვენ აღმშენებლები ვართ. ბევრი გაგვიკეთებია პირადად მე, თითოეულ მოქალაქეს ჩავუნერგავთ მომავალი განვითარების იმედსა და სურვილს“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.