მიუხედავად ქმრის, ბასტიან შვაინშატიგერის არაერთგზის შეგონებისა, ვეტერანი სერბი მეჩოგნე ანა ივანოვიჩი მაინც შეეჭიდა ისეთ რთულ საქმეს, რასაც ვილის საკუთარი ძალებით აშენება ჰქვია. როგორც ჩანს ბასტიანმა კარგად უწყის თუ რაოდენ დიდი სირთულეებია დასაძლევი ვილის აშენებისას.
როგორც ივანოვიჩი ამბობს, მას უბრალოდ არ მოსწონს სხვისი გემოვნებითა და ინიციატივით აშენებული სახლები, სადაც სხვა ადამიანების ფანტაზია დევს და ურჩევნია როგორც ჩვენში იტყვიან იწვალოს, “ხელოსნებს თავზე დაადგეს“ და ზუსტად ისეთი ვილა ააშენოს, როგორიც მას ოცნებებში წარმოუდგენია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ანა ივანოვიჩი ამ სახლს მხოლოდ საკუთარი სახსრებით აშენებს და არა საერთო ოჯახური ფულით. როგორც ჩანს შვაინშტაიგერის ცოლს მომდევნო ერთი წლის მანძილზე საქმე არ მოაკლდება და ჩვენ ისღა დაგვრჩენია ვუგულშემოტკივროთ და ვნახოთ საბოლოო ჯამში რა გამოუვა.