2020 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია აღარ გაიმართება. ამის შესახებ გამოცემა France Football-ის განცხადებაშია ნათქვამი.
„პირველად 1956 წლიდან „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია აღარ გაიმართება. ჯილდოს გაცემისთვის საჭირო ყველა პირობა წელს დაკმაყოფილებული არ არის. ვფიქრობთ, ასეთი განსაკუთრებული სეზონი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც ჩვეულებრივი სეზონი. ეს გადაწყვეტილება სიხარულს არ გვანიჭებს, თუმცა მნიშვნელოვანია ამ ჯილდოს სანდოობა და ლეგიტიმურობა შენარჩუნდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ოქროს ბურთი“ (Ballon d'Or) საფეხბურთო ჯილდოა, რომელიც ფრანგულმა საფეხბურთო ჟურნალმა France Football-მა დააწესა და ყოველწლიურად ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.