კრიშტიანო რონალდომ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. 35 წლის პორტუგალიელი პირველია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ევროპის სამ ტოპ-ლიგაში, ინგლისის პრემიერლიგაში, ესპანეთის ლა ლიგასა და იტალიის სერია A-ში 50 გოლი გაიტანა.
„იუვენტუსის„ შემადგენლობაში რონალდომ 50-ე და 51-ე ბურთებით თავი „ლაციოსთან“ შეხვედრაში გამოიჩინა და პრინციპული მატჩი ტურინელებს 2:1 მოაგებინა.
34 ტურის შემდეგ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს „იუვე“ 80 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „ინტერს“ 8 ქულით უსწრებს.