სხვაობა ექსპერტიზის დასკვნებს შორის - რა მექანიკური შეცდომა გაეპარა ექსპერტს?

სხვაობა ექსპერტიზის დასკვნებს შორის - რა მექანიკური შეცდომა გაეპარა ექსპერტს?

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტის, ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხედ­რის წყლი­დან ამოყ­ვა­ნი­სას პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას შედ­გე­ნილ ოქ­მში აღ­ნიშ­ნუ­ლი ფრა­ზა - „გვა­მუ­რი გა­შე­შე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლია ყვე­ლა ჯგუ­ფის კუნ­თებ­ში", მე­ქა­ნი­კუ­რი შეც­დო­მაა. სწო­რედ ამით ხსნის „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძე ცხედ­რის პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას და­წე­რილ დას­კვნა­სა და ექ­სპერ­ტი­ზის სა­ბო­ლოო დაკ­ვნას შო­რის სხვა­ო­ბას, სა­დაც წე­რია, რომ „გვა­მუ­რი გა­შე­შე­ბა მოხ­სნი­ლია".

„ეს ოქმი გა­მომ­ძი­ებ­ლის მიერ ექ­სპერ­ტის კარ­ნა­ხი­თაა შედ­გე­ნი­ლი. იმ ად­გილ­ზე რა რია-რიაც იყო, კარ­გად ნა­ხეთ. შე­სა­ბა­მი­სად, „გვა­მუ­რი გა­შე­შე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლია კარ­გად ყვე­ლა ჯგუ­ფის კუნ­თებ­ში" - ეს არის მე­ქა­ნი­კუ­რი შეც­დო­მა, ამა­ში ორი აზრი არ არის, რა­მე­თუ, დო­კუ­მენ­ტში ამავდრო­უ­ლად წე­რია, რომ გა­შე­შე­ბას­თან ერ­თად ად­გი­ლი აქვს გვა­მუ­რი ლპო­ბით ცვლი­ლე­ბებს. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, გა­შე­შე­ბა იყოს ყველ­გან გა­მო­ხა­ტუ­ლი და ამავდრო­უ­ლად იყოს მოგ­ვი­ა­ნე­ბი­თი გვა­მუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი, კერ­ძოდ, კი, ლპო­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი. პოვ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ცხე­და­რი სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში გა­იკ­ვე­თა, გა­მო­ხა­ტუ­ლი იყო ლპო­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­გორც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, ასე­ვე პრო­ზექ­ტუ­რა­ში. ეს მე­ქა­ნი­კუ­რი შეც­დო­მა ალ­ბათ გა­მოს­წორ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის მი­ერ­ვე, და­ი­კი­თხე­ბა ის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, ვინც ეს ოქმი შე­ად­გი­ნა, ის ექ­სპერ­ტიც ვინც ეს უკარ­ნა­ხა. ვი­მე­ო­რებ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, გვა­მუ­რი გა­შე­შე­ბა იყოს ყველ­გან გა­მო­ხა­ტუ­ლი და ამავდრო­უ­ლად ლპო­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი იყოს", - აცხა­დებს გე­ჯა­ძე.