გიორგი შაქარაშვილის ბიძა: განზრახ მკვლელობის მუხლს არ გაუჭირდება, ცოტა ხანში ყველა ნახავთ, რაც მოხდება

გიორგი შაქარაშვილის ბიძა: განზრახ მკვლელობის მუხლს არ გაუჭირდება, ცოტა ხანში ყველა ნახავთ, რაც მოხდება

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ოჯახის შეხვედრა გენერალურ პროკურატურაში ცოტახნის წინ დასრულდა. ოჯახის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ, პროკურატურიდან გამოსვლისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლს არ გაუჭირდება. „განზრახ მკვლელობის მუხლს არ გაუჭირდება, ცოტა ხანში ყველა ნახავთ, რაც მოხდება“, - განაცხადა ნიკოლაძემ.

გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი უშუალოდ გენერალურ პროკურორს და უწყების სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა. „დღეს, გიორგის მშობლები ჩემთან ერთად შეხვდნენ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, ასევე რამდენიმე წამყვან თანამდებობის პირს, რომლებიც უშუალოდ კურირებენ გამოძიებას. ესაა პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი რევაზ ბაღაშვილი და გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურორი ავთანდილ კოჭლამაზაშვილი და ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი გიგა ძნელაძე“, - აღნიშნა მირიან ნიკოლაძე.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.