ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებას გამოეხმაურა რამზან კადიროვისთვის სანქციების დაწესების თაობაზე.
„პომპეო, ჩვენ ვიღებთ ამ ბრძოლას! აწი უფრო საინტერესო იქნება!“ - რამზან კადიროვმა Telegram-ზე დაწერა.
აშშ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს, რამზან კადიროვს სანქციებს უწესებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სანქციების დაწესების მიზეზი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებია.
რას წარმოადგენს ეს "სანქციები კადიროვის წინააღმდეგ"?
კარგი, ვთქვათ, ამერიკის ვიზას არ მისცემენ (ანუ, ამიერიდან ყოველ შაბათ-კვირას "მეტროპოლიტენ ოპერაში" ვეღარ იჯდება თავის ცოლშვილიანად!).
კიდევ?