თეა წულუკიანი: ახალი და უცნობი სახეები, ვფიქრობ, აკვიატებული იდეაა

თეა წულუკიანი: ახალი და უცნობი სახეები, ვფიქრობ, აკვიატებული იდეაა

უფრო მეტი ქალი იქნება არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ სხვა პარტიების საარჩევნო სიებშიც, რადგან ეს უკვე სავალდებულოა, მაგრამ ახალ და უცნობ სახეებს რაც შეეხება, ვფიქრობ, ეს აკვიატებული იდეაა ქართულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, სიახლე ყოველთვის საჭიროა და ახალი სახეებიც იქნებიან „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში.

„ახალი სახეები დღესაც იყვნენ სცენაზე წარმოდგენილი მაჟორიტარების სახით, მაგრამ აქ ამომრჩევლის აზრია გადამწყვეტი და მას, რა თქმა უნდა, ყოველთვის ურჩევნია ხმა იმას მისცეს, ვინც უკვე შეიცნო საქმეებით. მაგალითად, ის ქალი კანდიდატი, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი აქამდე არასდროს ყოფილა ცენტრალური ხელისუფლების რომელიმე შტოში, ახალგაზრდა ქალია და ადგილობრივ თვითმმართველობაში უკვე ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ საპარლამენტო ასპარეზზე ის ახალი სახეა, თუმცა რუსთავის მუნიციპალიტეტში მას თავისი საქმით იცნობენ და იმედი მაქვს, რომ სწორედ ის იქნება არჩეული მოცემულ საარჩევნო ოლქში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დღეს წარადგინა.