მინდა ირაკლი კობახიძე წარმატებები ვუსურვო, ის მართლაც ღირსეული ადამიანია. ირაკლი კობახიძე არის თავისი საქმის პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანი და ყველა მის წამოწყებაში წარმატებას ვუსურვებ, - განაცხადა თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„მას უდიდესი როლი აქვს შეტანილი „ქართული ოცნების“ როგორც პარტიულად გაძლიერებაში, პარტიული ორგანიზაციების ჩამოყალიბებაში. 2014 წლიდან ჩვენ ერთად ვმუშაობდით ამ მიმართულებით და ირაკლის როლი არის განსაკუთრებული და გულწრფელად წარმატებებს ვუსურვებ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს. დელეგატებმა ირაკლი კობახიძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.