კახა კალაძე: როგორც კი ტრამპი დაამარცხებს „დიფ სთეითს“, ეს ჩვენს ქვეყანაზეც აისახება და ვერავინ გაბედავს ისეთ სიბინძურეებს, როგორც ის კონგრესმენი უილსონი, რომელსაც ხან ხაბეიშვილს ადარებენ და ხან - ნათელაშვილს

კახა კალაძე: როგორც კი ტრამპი დაამარცხებს „დიფ სთეითს“, ეს ჩვენს ქვეყანაზეც აისახება და ვერავინ გაბედავს ისეთ სიბინძურეებს, როგორც ის კონგრესმენი უილსონი, რომელსაც ხან ხაბეიშვილს ადარებენ და ხან - ნათელაშვილს

როგორც კი ტრამპი დაამარცხებს „დიფ სთეითს“, ეს ჩვენს ქვეყანაზეც აისახება და ვერავინ გაბედავს ისეთ სიბინძურეებს, როგორც ის კონგრესმენი უილსონი, რომელიც სისულელეებით გამოირჩევა და ხან ხაბეიშვილს ადარებენ და ხან - ნათელაშვილს, - განაცხადა თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ჩვენ ვგულშემატკივრობთ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას. როდესაც გახდა პრეზიდენტი, ტრამპის დაპირება იყო, რომ უნდა, რომ დაამარცხოს ოლიგარქიული მმართველობა, ე.წ. დიფ სთეითი და უნდა, რომ დაამთავროს რუსეთ-უკრაინის ომი. ჯერ ვერც ერთს ვხედავთ, რომ მიყვანილი იყოს ბოლომდე და ვერც - მეორეს. „დიფ სთეითი“, რომელსაც ფესვები გადგმული აქვს ყველგან, მათ შორის საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დამარცხებული არ არის. როგორც კი ტრამპი დაამარცხებს „დიფ სთეითს“, ეს ჩვენს ქვეყანაზეც აისახება და ვერავინ გაბედავს ისეთ სიბინძურეებს, როგორც ის კონგრესმენი უილსონი, რომელიც სისულელეებით გამოირჩევა და ხან ხაბეიშვილს ადარებენ და ხან - ნათელაშვილს“, - აღნიშნა კალაძემ.