ირაკლი ჩიქოვანი: შევძლებ ზუგდიდელების დარწმუნებას, რომ ღირსეულად ვატარებ მათ სახელს

ირაკლი ჩიქოვანი: შევძლებ ზუგდიდელების დარწმუნებას, რომ ღირსეულად ვატარებ მათ სახელს

დარწმუნებული ვარ, შევძლებ ზუგდიდელების დარწმუნებას, რომ ღირსეულად ვატარებ მათ სახელს, - ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მისი მთავარი ამოცანაა. „ქართული ოცნების“ მჟორიტარობის კანდიდატი ასევე აცხადებს, რომ ზუგდიდი მისთვის მშობლიური ქალაქია, სადაც გაიზარდა და მისი ოჯახი დღესაც იქ ცხოვრობს.

„ეს არის მნიშვნელოვანი ქალაქი, მუნიციპალიტეტი და ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის მნიშვნელოვანია იქ შედეგის დადება. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ რა როლს თამაშობს ზუგდიდი, ზოგადად საქართველოს ყოველდღიურობაში. პირველ რიგში, ჩემთვის ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც მე გუნდთან ერთად ავიღე. პასუხისმგებლობა ავიღე იმაზე, რომ კეთილსინდისიერად უნდა ვემსახურო ჩემს ქალაქს, ჩვენს თანამოქალაქეებსა დ ჩემს ამომრჩევლებს. ეს ჩემთვის უდიდესი ვალდებულებაა. რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ იმ გადაწყვეტილების, რომელიც პოლიტიკურ გუნდში მიიღეს და ეს მიმართულება მანდეს. ეს ჩემთვის გასათვალისწინებელია. ასევე, ეს გადაწყვეტილება ეფუძნება იმ სითბოსა და სიყვარულს, რომელსაც ადგილობრივებისგან ვგრძნობ. ჩემთვის ზუგდიდი მშობლიური ქალაქია. მე იქ ვცხოვრობ, იქ გავიზარდე; კი, საჯარო მოღვაწეობა ჩემი თბილისშია, მაგრამ ჩემი ოჯახი კვლავაც იქ არის და ეს ჩემთვის უცხო ჰაბიტატი არ არის. ის ჩემი ყოველდღიური ტკივილიცაა და სიხარულიც. დარწმუნებული ვარ, შევძლებ, ზუგდიდელების დარწმუნებას, რომ ღირსეულად ვატარებ მათ სახელს. ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატები დღეს წარადგინა. ირაკლი ჩიქოვანს ამ დრომდე საქართვლოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის პოსტი ეჭირა.