აკროშკა - უგემრიელესი საზაფხულო წვნიანი

აკროშკა - უგემრიელესი საზაფხულო წვნიანი

ინგრედიენტები

კეფირი - 2 ლ

კამა - 1 კონა

მწვანე ხახვი - 1 კონა

ქათმის ფილე - 200 გრ

კვერცხი - 4 ცალი

ბოლოკი - 3-4 ცალი

კიტრი - 3 ცალი

ცივი წყალი - 1 ლ

მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით

მომზადების წესები

დავჭრათ გასუფთავებული კიტრი, ბოლოკი, მოხარშული ქათმის ფილე.

დაკონსერვებულ ბარდას კარგად გადავუწუროთ წყალი.

მსხვილ სახეხზე გავხეხოთ მოხარშული კვერცხი.

წვრილად დავჭრათ მწვანე ხახვი და კამა.

ყველა ინგრედიენრი მოვათავსოთ ჭურჭელში, დავასხათ კეფირი და წყალი 2-1 ზე.

ვუყოთ მარილი, წიწაკა და ჩვენი საზაფხულო კერძიც მზად არის.