„ვერაფერ სიახლეს ვერ ვხედავთ, გადანაცვლება ხდება აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მაჟორიტარ კანდიდატებად, ამას ვერ შევაფასებთ როგორც პროგრესსა და წინსვლის საწინდარს. მთლიანობაში, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს კანდიდატები რაიმე სიახლეს შემატებენ „ქართულ ოცნებას“, - აცხადებს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი, ლევან კობერიძე.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეიტინგი მიდის დაღმასვლით და ამ დაღმასვლას ეს კანდიდატები ვერანაირად ვერ შეაჩერებენ. შესაბამისად, დასახელებული კანდიდატები რომ ერთობლიობაში განვიხილოთ, ფაქტობრივად, მოსახლეობას საფიქრალი ექნება არა კონკრეტულ მაჟორიტარ კანდიდატთან, არამედ „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით, გააკეთოს თუ არ გააკეთოს არჩევანი“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.
დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.