რომან გოცირიძე „ქართული ოცნების“ კანდიდატებზე: რატომ უნდა ვენდოთ მათ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში რამეს გააკეთებენ?!

რომან გოცირიძე „ქართული ოცნების“ კანდიდატებზე: რატომ უნდა ვენდოთ მათ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში რამეს გააკეთებენ?!

„თუ ვინმეს უნდა, რომ წარმოიდგინოს წარუმატებლობის ფორმულა ადამიანური სახეებით, აი, ეს იყო, რაც ჩვენ ვიხილეთ. ეს წარუმატებელი გუნდი შედგება: ყოფილი ჩინოვნიკ-ბიუროკრატებისგან, რომლებმაც 8 წლის განმავლობაში დააქციეს ქვეყანა; მდუმარე დეპუტატებისგან, რომლებსაც საპარლამენტო მუშაობის პერიოდში ერთხელაც არ ამოუღიათ ხმა; კორუმპირებული თუ სახელმწიფო ტენდერებს დახარბებული ბიზნესმენებისგან, რომელთა ერთადერთი ამოცანა საკუთარი ბიზნესისთვის სასარგებლო პროექტების შოვნაა“, - აცხადებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე.

„ეს ხომ ის ხალხია, ვინც 8 წლის განმავლობაში არაფერი გააკეთა. რატომ უნდა ვენდოთ მათ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში რამეს გააკეთებენ?! აი, ეს არის „ქართული ოცნების“ დღევანდელი სახე, რომლის მთავარი მახასიათებელი არის ბატონისადმი უსიტყვო მორჩილება, მორჩილება, მორჩილება. თუ გინდა „ქართული ოცნების“ „კარზე" რაიმეს მიაღწიო, უსტიყვოდ მორჩილი უნდა იყო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

Maverick კუპონა გოთვერანო, შენი ყურება ხომ თვალებს უამებს ადამიანებს...

შენ ყურებას "სვარკის" ყურება რომ ჟობს თუ იცი, ჰააა?!
4 წლის უკან
Maverick კუპონა გოთვერანო, შენი ყურება ხომ თვალებს უამებს ადამიანებს...

შენ ყურებას "სვარკის" ყურება რომ ჯობს თუ იცი, ჰააა?!
4 წლის უკან