„განათლება და ეკონომიკური კეთილდღეობა - სწორედ ეს იქნება ქართული ოცნების სამოქმედო გეგმა, და მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ეკონომიკური წარმატება და კეთილდღეობა პირველ რიგში, განათლებით მიიღწევა. სწორედ ამიტომ მიიღო „ქართული ოცნების“ გუნდმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ბიუჯეტის მეოთხედის განათლებაში დახარჯვის შესახებ.
„ხალხს მეტი სიცხადე სჭირდება, მეტი სიახლოვეა მათთან საჭირო. ჩვენ კარგად ვიცით რეალობა, ვიცით, რომ ხალხს ჯერ კიდევ უჭირს. ამ გაჭირვების გამომწვევი ობიექტური მიზეზების განმარტება, მათ ყოფას ვერ აუმჯობესებს. ქვეყნის წინსვლას არა აქვს ფასი, თუ თითოეული ადამიანი, თითოეული ოჯახი ეკონომიკურად არ მოძლიერდა. ეკონომიკური წარმატება და კეთილდღეობა პირველ რიგში, განათლებით მიიღწევა. სწორედ ამიტომ მიიღო ჩვენმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ბიუჯეტის მეოთხედის განათლებაში დახარჯვის შესახებ. განათლება და ეკონომიკური კეთილდღეობა - სწორედ ეს იქნება ქართული ოცნების სამოქმედო გეგმა, და მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში. ამის მყარი საფუძვლები ჩვენ უკვე ჩაყრილი გვაქვს, და მას ახლა განმტკიცება სჭირდება“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.