მივესალმები პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დამსწრე საზოგადოებას, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზეზი და მიზანი, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ერთიანი გუნდის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კოჯორში, მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებთან ეფექტურად გამკლავება შეუძლია.
„ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებთან ეფექტურად გამკლავება შეუძლია. ჩვენ გვაქვს მომავლის ხედვა და იმედი. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის განვითარებული, წარმატებული, თავისუფალი და ერთიანი საქართველო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა კახა კალაძემ.