მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 7 დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 7 დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია

11 ახალი შემთხვევიდან 7 დადასტურებული შემთხვევების კონტაქტს წარმოადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, კოვიდცენტრებში 162 პაციენტი მკურნალობს.

„11 დადასტურებული შემთხვევიდან, 4 შემოტანილია და სატვირთო ავტომობილის მძოლები არიან. დანარენი 7 შემთხვევა დადასტურებული შემთხვევების კონტაქტს წარმოადგენენ. მათი უმეტესობა საკარანტინო ზონიდანაა, ნაწილი კი დადასტურებულია საცხორებელი ადგილის მიხედვით“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 039 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 900 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.