ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 კი ახალი პაციენტი შემოიყვანეს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ცენტრში ამჟამად კორონავირუსით იმფიცირებულ 23 პაციენტს მკურნალობენ.

ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ ახალი შემთხვევებიდან ერთი რუსეთიდან ჩმოსული მოქალაქეა, რომელსაც კორონავირუსი საკარანტინე ზონაში დაუდასტურდა. დანარჩენ 4 შემთხვევაში კი ინფიცირების წყარო დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია.

„ახალი პაციენტებიდან ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკაში მოთავსების შემდეგ შეინიშნებოდა დაავადების პროგრესირება. ის სუნთქვის პრობლემების გამო საჭიროებდა ჟანგბადის მოხმარებას. რადიოლოგიური კვლევითაც პნევმონია მძიმედ არის შეფასებული, მაგრამ დაწყებული მკურნალობის ფონზე მდგომარეობა სტაბილურია. დავადების პროგრესირება აღარ შეინიშნება და ალბათ, დინამიკაშიც გამოსავალი კარგი უნდა იყოს. სხვა პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.