მაშინ რატომ არ გამოიძიე ჩემი შვილის ამბავი, როცა პროკურორად მუშაობდი? - თამაზ მოლაშვილის მიმართვა ნიკა გვარამიას

მაშინ რატომ არ გამოიძიე ჩემი შვილის ამბავი, როცა პროკურორად მუშაობდი? - თამაზ მოლაშვილის მიმართვა ნიკა გვარამიას

სულხან მოლაშვილის მამა, თამაზ მოლაშვილი „მთავარი არხისა“ და ნიკა გვარამიას მიერ გიორგი შაქარაშვილის საქმის გაშუქებას გამოეხმაურა. მისთვის მიუღებელია ყოფილი გენერალური პროკურორის განცხადებები, რომლებსაც ის დაღუპული ფეხბურთელის საქმეზე აკეთებს.

„ეგენი რომ მიდიან სახლში სარკეში არ იყურებიან? ეს რა ვთქვიო, თავის თავს არ ეუბნებიან მაგას? ასეთი უზნეობა, ასეთი თავაშვებულობა. როგორ ბედავენ? ვინ ეკითხება გვარამიას გამოძიებას? მაშინ რატომ არ გამოიძია ჩემი შვილის ამბავი, როცა პროკურორად მუშაობდა? მას ხმა არ ამოუღია მაშინ. მარტო ჩემზე კი არა, სხვებზეც, ვისი შვილებიც დაიღუპნენ“, - ამბობს მოლაშვილი.

გუშინ, მშობლებმა, რომლებსაც შვილები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოუკლეს, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელეს. ტექსტს ხელს აწერენ: ია მეტრეველი, გულიკო გამცემლიძე, ჯამბულ გამცემლიძე, მანანა ვაზაგაშვილი, თამაზ მოლაშვილი, ლია კრიალაშვილი და გოგი ენუქიძე.