„დენდროლოგიურ პარკზე უკვე იმდენი დაიწერა, ძნელია რამე დაამატო, თუმცა გული მაინც არ გითმენს ადამიანს, როცა ხედავ რამდენი ხალხი დგას რიგში ამ სილამზის და საოცრების სანახავად: ადრე ჭაობით დაფარულ ტერიტორიაზე დღეს უნიკალური ჯიშის ხეებია გაშენებული, ზოგიერთის ასაკი 300 წელზე მეტია, სპეციალურად შექმნილი პატარა კუნძული და ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი... კიდევ ერთი საოცრებაა, რაც ჩვენ ქვეყანას შეემატა!
არადა როგორ აშინებდა და ზაფრავდა ხალხს მავნებელი ოპოზიცია და მათ პროპაგანდისტული ფეიკტელევიზიები ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ, როგორ ლანძღავდნენ ბიძინა ივანიშვლს, კაცს რომელმაც უკვე არაერთი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს, რომელიც სამარადისოდ რჩება ქვეყანასა და თაობებს...
დენდროლოგიური პარკი და მისი უნიკალურობა ის შემთხვევაა, როდესაც ამაყობ და გიხარია, რომ ხედავ ადამიანები ოჯახებით, ისე მოდიან შეკვეთილში ამ ახალი საოცრების სანახავად როგორც დღესასწაულზე!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.