„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან:
ახალციხე - ანტონ ობოლაშვილი;
რუსთავი - ნინო ლაცაბიძე;
ზესტაფონი - ბეჟან წაქაძე;
მცხეთა - შალვა კერესელიძე;
ბოლნისი - გოგი მეშველიანი;
საბურთალო - დავით სერგეენკო;
გლდანი - ლევან კობიაშვილი;
ისანი - სოზარ სუბარი;
რაჭა - გოჩა ენუქიძე;
გურჯანი - დავით სონღულაშვილი;
თელავი - ირაკლი ქადაგიშვილი.
20 ივლისს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას ხსნის და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ოფიციალურად ხვალ დაასახელებს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.