საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევიდან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, დანარჩენ 6 პირს ინფიცირებულებთან ჰქონდა კონტაქტი.
ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1028-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 899-ს შეადგენს.