ტრაგიკული ღამის მეორე დღეს გაბეჩავას ოჯახის წევრებსა და ნახალოვკელებს შორის შეხვედრა შედგა - რა გაარჩიეს მხარეებმა?

ტრაგიკული ღამის მეორე დღეს გაბეჩავას ოჯახის წევრებსა და ნახალოვკელებს შორის შეხვედრა შედგა - რა გაარჩიეს მხარეებმა?

სანამ საბედისწერო ღამის იუბილარი ანი გაბეჩავა მცხეთაში დაკითხვაზე ჩავიდოდა, მანამდე წერეთელის გამზირზე გაბეჩავას ოჯახის ახლობლებსა და ნახალოვკელებს შორის შეხვედრა დაინიშნა.​ როგორც ირკვევა, ადგილზე ანის ბიძაც იმყოფებოდა. იუბილარი არ აკონკრეტებს ზუსტად რაზე ისაუბრეს და იყო თუ არა შეხვედრა დაძაბული.

„მეორე დღეს, დილით 8 საათზე დამხვდა მოკლე ტექსტური შეტყობინება, გიორგი კიდევ არ გამოჩენილაო. მამაჩემმა ჩხუბის შესახებ არაფერი იცოდა. ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი – მცხეთაში დაკითხვაზე დამიბარეს.

მამაჩემის ძმაკაცებს შევხვდი და შემდეგ კონტაქტი მქონდა ნახალოვკელებთან. ერთი მანქანით მოვიდნენ, სიტუაცია აინტერესებდათ, უბრალოდ რა მოხდა, ვინ დაიკარგა…

მცხეთაში მარტო წასვლა არ მინდოდა, ძალიან ვნერვიულობდი და უნდა გამომყოლოდნენ ჩემი კლასელებიც. ძალიან რთულია რომელიმე კლასელზე რამე იეჭვო, არც მიფიქრია“, – განაცხადა გაბეჩავამ.