გახელაძესთან დაკავშირებით დღეს სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არის ამოქმედებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ საკითხს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რათა პროცესს ხელი არ შეეშალოს.
„სამწუხაროდ, სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა ასეთი შემთხვევა და ყველამ კარგად ნახა, რომ ესეც ის საკითხია, რომელსაც ზოგ შემთხვევაში სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რომ პროცესს ხელი არ შევუშალოთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ჩვენი მოქალაქე ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და მისი სახლში დაბრუნება. ამიტომ, დღეის მდგომარეობით, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს ხელთ არსებობს და პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, არის ამოქმედებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამხედრო პროკურორის განცხადებით, ზაზა გახელაძემ ე.წ. მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს. ფეხში დაჭრილი ზაზა გახელაძე ცხინვალის საავადმყოფოში, კარანტინშია მოთავსებული. საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამოქმედებულია ცხელი ხაზი.