გიორგი ვაშაძე: ბატონო გახარია, პრემიერ-მინისტრობა კაბინეტში ჯდომა და იქიდან საუბარი არ არის!

გიორგი ვაშაძე: ბატონო გახარია, პრემიერ-მინისტრობა კაბინეტში ჯდომა და იქიდან საუბარი არ არის!

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებას იმ ქვეყნებთან საზღვრის გახსნაზე მუშაობისკენ მოუწოდა, რომლებზეც დამოკიდებულია საქართველოში ავტომანქანების რეექსპორტი. ვაშაძის თქმით, ბიზნესი, რომელშიც ბრუნვა 700 მილიონ დოლარს შეადგენდა და საიდანაც 10 ათასობით ოჯახს კონკრეტული შემოსავალი ჰქონდა, სრულად გაჩერებულია.

„მე მინდა მივმართო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გახარიას, ბატონო გახარია, პრემიერ-მინისტრობა კაბინეტში ჯდომა და იქიდან საუბარი კი არ არის. მოდით და ამ ადამიანებს დაეხმარეთ! თქვენ პოლიტიკური მიზნებისთვის, საარჩევნო მიზნებისთვის არ ხსნით საზღვრებს, ამოგვკეტეთ ქვეყანაში და ფაქტობრივად შიმშილისთვის გაწირეთ მთელი საქართველო. გაბანკროტებულია დღეს ავტომანქანების რეექსპორტიორები. 2 მაისს მე პირადად გამოგიზავნეთ დოკუმენტი ეპიდუსაფრთხოების სტანდარტების, კოვიდპასპორტის, რომლითაც თქვენ შეგეძლოთ საზღვრის გახსნა, მაგრამ თქვენმა კონსულტანტებმა გითხრეს, რომ საზღვრები არ გახსნათო და კოვიდის პრობლემა იყოს ისევ მთავარი თემა. ჯანმრთელობას აპირისპირებთ ეკონომიკასთან, რაც დანაშაულია. აქედან გამომდინარე, დღეს არის სამი კონკრეტული მოთხოვნა, რომელზეც ხელმოწერები გროვდება და ყველა ავტოექსპორტიორი აწერს ხელს. პირველი - 31 დეკემბრამდე გადავადდეს ავტომობილების გამბაჟების ვადა. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ პირველი მაისის შემდგომ შემოსულ ავტომანქანებზე გავრცელდეს გამბაჟების გადავადება და მესამე, დაუყოვნებლივ დაიწყეთ იმ ქვეყნებთან საზღვრის გახსნაზე მუშაობა, რომლებზეც დამოკიდებულია ავტომანქანების რეექსპორტი,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Maverick ეს მიჰუის ჭუჭა ავტომანქანების ბიზნესის ლობისტია?!
4 წლის უკან
amo გახარიას რომ ეხები პოლიტიკურ წონას იზრდი? ცალტვინა!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ბატონო თვალბურკა, აბა რაა პრემიერ მინისტრობა, ლენტების გსაჭრელად აღმა-დაღმა სიარული, ნახირში სალამურზე დაკვრა თუ ქაფჩა, რასტვორი და მისი ჯანი?! ))) ეს რომ ვინმეს რამეს ასწავლის.... ვაიმეე...??!!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli გამბაჟება, გა მმმმ ბაჟებაააა?! )
4 წლის უკან
Maverick გ. ვაშაძეს!
შენსავით და შენნაირი ოპო-ზი-ციონერებივით ჯოხის ცხენზე გადამჯდარი შვიშტოკით ხომ არ ირბენს აქეთ-იქეთ უმისამართოდ?!
4 წლის უკან