ნიკა გვარამიას გამოხმაურება გიორგი შაქარაშვილის დედის წერილზე - ტყუილად ნუ იღლით თავს უთავბოლო “წერა-კითხვებით”

ნიკა გვარამიას გამოხმაურება გიორგი შაქარაშვილის დედის წერილზე - ტყუილად ნუ იღლით თავს უთავბოლო “წერა-კითხვებით”

"მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია წერილს, რომელიც გიორგი შაქარაშვილის დედამ გამოაქვეყნა:

“ჩვენ ვეძებთ სიმართლეს და მას აუცილებლად დავადგენთ. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი შვილებისთვის და არა გიორგი შაქარაშვილისთვის, რომელსაც, სამწუხაროდ, ვეღარაფერს ვუშველით. ჩვენ ვადგენთ პირველ რიგში შაქარაშვილის მკვლელის ხელის დამფარებელს და ვინც არ უნდა ენდობოდეს გამოძიებას, ეს მხოლოდ მისი პრობლემაა და არა ჩვენი – ჩვენ გამოძებას არ ვენდობით.

ჩვენ არ ვსპეკულირებთ შაქარაშვილის სახელით და ყველას მოვუწოდებთ, ასევე მოიქცეს, გინდა პროცესის უბრალო დამკვირევებელი იყოს და გინდა ჭირისუფალი. არავის ვუშლით ხელს არც გულშემატკივრობაში და არც გლოვაში. თუ არადა, პულტი ხელში და სხვა არხის ღილაკზე ერთი თითის დაჭერა.

სიმართლე – სინათლეა. მალე განათდება. ძალიან მალე. ტყუილად ნუ იღლით თავს უთავბოლო “წერა-კითხვებით”, – წერს ნიკა გვარამია.

Aburjga Tasmanieli გვარამია - " ჩვენ არ ვსპეკულირებთ შაქარაშვილის სახელით და ყველას მოვუწოდებთ, ასევე მოიქცეს, გინდა პროცესის უბრალო დამკვირევებელი იყოს და გინდა ჭირისუფალი"! სწორედაც რომ სპეკულირებთ, დიახ რასაც თქვენ აკეთებთ არის მომხდარი ტრაგედიით სპეკულირება! სხვა სახელი ამ უმსგავსობას არ აქვს! თვენ ამ თქვენი უგვანო სპეკულიაციით გინდათ შეავსოთ საეთერო სიცარიელე, მიიზიდოთ არჯანსაღი ცნობისმოყვარე ან გულუბრყვილო მაყურებლების ყურადღება, დაიწყოთ რაღაც ინსინუაციები ვითომცდა თქვენს მიერ მოპოვებული მასალებით და შიგა და შიგ ურიოთ შხამიანი სამსალა მოქმედი ხელისუფლების -შსს-ს, პროკურატურის, სასამართლოს... წინააღმდეგ! ხალხისთვის საპატივცემო და დაფასებული პიროვნბები წარმოაჩინოთ უარყოფით ასპექტში, ესროლოთ ლაფი, შებღალოთ მათი პატიოსანი სახელი და პიროვნული ღირსება! აი ეს ხართ თქვენ, ეს მაქციები და ჭინკები, ეშმაკები რომლლებიც შეკრებილხართ ე.წ. მთავარ არხზე, ტვ პირველზე... და გამუდმებული კუდიანების შაბაში გაქვთ მოწყობილი!
4 წლის უკან