წერენ რომ ყელს გამოჭრიან და თმებით ათრევენ - როგორ ემუქრებიან ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძე

წერენ რომ ყელს გამოჭრიან და თმებით ათრევენ - როგორ ემუქრებიან ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძე

ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ იგი "თავს გრძნობს ძალიან ცუდად, არის ბულინგის მსხვერპლი. მას სოციალურ ქსელში წერენ, რომ ყელს გამოჭრიან, რომ ათრევენ  თმებით, ასევე დედამისი რატომ არ იკლავს თავს, რომ ამისთანა შვილი გაზარდა."

ადვოკატმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ იაკობს ხიდზე მყოფი არც ერთი ბიჭის ტელეფონი არ ჰქონდა,  რადგამ ისინი დაბადების დღეზე გაიცნო.

მას ოდნავი ეჭვი მაინც რომ გასჩენოდა, რომ შეიძლება ვინმე ქვევით იყო დარჩენილი ან განსაცდელში იყო, ის აუცილებლად ჩავიდოდა ხევში და არ წავიდოდა თბილისშიო - განაცხადა ირმა ჭკადუამ.