ექვსი კაცი მისდევდა მოსაკლავად და მოკლეს, კამერა ხომ არ იდგებოდა არაგვის ხიდის ბურჯზე, რომ ფირზე აესახა - შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე

ექვსი კაცი მისდევდა მოსაკლავად და მოკლეს, კამერა ხომ არ იდგებოდა არაგვის ხიდის ბურჯზე, რომ ფირზე აესახა - შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე

"იმიტომ არსებობს ჯგუფური დანაშაულის ცნება, რომ მივდივართ  "ქამრის" იმ ჯგუფთან. როდესაც იურიდიულად გამოირიცხება სხვა ვერსიები, ისე ჩემთვის უკვე გამორიცხულია, (დადგინდება, რომ) ტიოტა ქამრის 6 პირი მოქმედებს ბავშვის წინააღმდეგ. და ეს იქნება ამ ხალხის მიერ ჩადენილი განძრახ მკვლელობა," - განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში გიორგი შაქარშვილის ბიძამ და ოჯახის წარმომადგენელმა  მირიან ნიკოლაძემ.

როგორც ის აცხადებს: "გამოძიებას გვერდში ვუდგავარ, რაც შემიძლია ვეხმარები და მინდა რომ ყველაფერი გამაგრებული იყოს, მაგრამ როგორც კი იმას დავინახავ, რომ ეს საქმე სასამართლოში არ წავა 109 მუხლით, ძალიან ცუდი ამბავი მოხდება". 

"მე არა მაქვს მაგის დიდი შიშის შეგრძნება, რომ აი რითი უნდა დავუმტკიცოთ.  ექვსი კაცი მისდევდს მოსაკლავად და მოკლეს, კამერა ხომ არ იდგებოდა არაგვის ხიდის ბურჯზე, სიბნელეში მიმართული, რომ მკვლელობა მაინც და მაინც ფირზე აესახა," - დარწმუნებულია მირიან ნიკოლაძე.