კელი დეგნანი: საქართველოს დემოკრატის გავითარებისთვის არაპარტიული საზოგადოებრივი აზრის კვლევა უმნიშვნელოვანესია

კელი დეგნანი: საქართველოს დემოკრატის გავითარებისთვის არაპარტიული საზოგადოებრივი აზრის კვლევა უმნიშვნელოვანესია

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მიაჩნია, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არაპარტიული, საზოგადოებრივი აზრის კვლევა არის უმნიშვნელოვანესი, მოქალაქეზე ორიენტირებული დემოკრატის გავითარებისთვის საქართველოში, - ამის შესახებ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფორუმთან დაკავშირებით განაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფორუმის პირველ სესიაში, რომელიც გახლავს პროექტი „პარტნიორობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და USAID-ს შორის“. ფორუმის მთავარი მიზანია, მხარი დაუჭიროთ არაპარტიული, დამოუკიდებელ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაციებს. სამუშაო შეხვედრების შედეგად ჩამოყალიბდება გარკვეულად ეთიკის, ქცევის კოდექსი და რაც მთავარია, მიზანია, გაიზარდოს მოსახლეობის ცნობიერება, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აზრის კვლევა. ეს აძლევს მათ შესაძლებლობას, რომ საკუთარი აზრი, პრობლემები თუ სხვადასხვა სახის დამოკიდებულება იქნეს გაგებული და წარმოდგენილი. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მიაჩნია, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არაპარტიული და საზოგადოებრივი აზრის კვლევა არის უმნიშვნელოვანესი, მოქალაქეზე ორიენტირებული დემოკრატის გასავითარებლად საქართველოში და რა თქმა უნდა, მოსახლეობის ცნობიერება ამსთან დაკავშირებით უნდა გაიგოს. კიდევ ერთხელ, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ პარტნიორობას“, - განაცხადა კელი