კელი დეგნანი: რუსეთისთვის საქართველოს წარმატების ისტორია მიუღებელია და მისი პროგრესის შესუსტებას ყველანაირად ცდილობს

კელი დეგნანი: რუსეთისთვის საქართველოს წარმატების ისტორია მიუღებელია და მისი პროგრესის შესუსტებას ყველანაირად ცდილობს

რუსეთისთვის არ არის მისაღები საქართველოს წარმატების ისტორია და ამიტომ ყველანაირად ცდილობს რომ შეასუსტოს საქართველოს პროგრესი, - ამის შესახებ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

„ამერიკის შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან ბოლო 30 წლის განმავლობაში მრავალი სხვადახვა მიმართულებით და ჩვენ ვნახეთ რომ საზოგადოება უკეთესად აანალიზებს, რომ რუსეთის მოქმედებები დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული. რა თქმა უნდა, რუსეთისთვის არ არის მისაღები საქართველოს წარმატების ისტორია და ამიტომ ყველანაირად ცდილობს, რომ შეასუსტოს საქართველოს პროგრესი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, ასევე წინა ხელისუფლებებთან და საქართველომ ნამდვილად მიაღწია ძალიან ხელშესახებ პროგრესს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს განათლების სფერო, ჯანდაცვა თუ ეკონომონიკური განვითარება. პროგრესი ნამდვილად არის შესამჩნევი და ხელშესახები“, - განაცხადა კელი დეგნანმა.