ლევან კობერიძე: „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ სააკაშვილს კიდევ აქვს საშუალება, ქართულ პოლიტიკაზე ასეთი განცხადებები აკეთოს

ლევან კობერიძე: „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ სააკაშვილს კიდევ აქვს საშუალება, ქართულ პოლიტიკაზე ასეთი განცხადებები აკეთოს

მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკურ ველს უნდა მოშორდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ განაცხადა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ „საქართველოს პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია“.

ამასთან, კობერიძის შეფასებით, წესით, ერთი ადამიანის განცხადებების გამო ქვეყნებს შორის ურთიერთობებში პრობლემა არ უნდა გაჩნდეს.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ სააკაშვილს კიდევ აქვს საშუალება და შესაძლებლობა, ქართულ პოლიტიკაზე ასეთი განცხადებები აკეთოს. თუ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკრაინის ერთი მოქალაქის ნებისმიერი გამონათქვამის ან სტატუსის გამო შეიძლება, გაპრობლემურდეს და აირიოს, მაშინ პრობლემა სხვაგან გვაქვს. ერთი ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, წესით, ქვეყნებს შორის ურთიერთობები ვერ ირევა“, – აღნიშნა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ.

Aburjga Tasmanieli არ არის მართალი!!! მთელი "დასავლეთი" ანუ ჩვენი "სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები" არიან სააკაშვილის მფარველები, ხელის შემწყობები, დამხმარეები. იმათი ბრძანებაა და სააკაშვილს ბუზსაც ვერავინ აუფრენს!
4 წლის უკან
amo მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკურ ველს უნდა მოშორდეს, . . . , "ქართული ოცნების" პოლიტიკური პასუხისმგებლობაა სააკაშვილს რომ აქვს შესაძლებლობა ასეთი განცხადებები აკეთოს – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.
ესაა სუფთა პოლიტიკური განცხადება, ანუ თვითონაც კარგად იცის, რომ ცრუობს, მაგრამ ესეა საჭირო. აი ამიტომაა ბინძური პოლიტიკა.
4 წლის უკან