საქართველომ მიხეილ სააკაშვილის მართველობის პერიოდში ძალიან მძიმე ფასი გადაიხადა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, იმ პერიოდში სისხლით აივსო ქვეყანა, დავკარგეთ ტერიტორიები და ბევრმა ადამიანმა განიცადა უმძიმესი რეპრესია.
„ეს ფასი გადავიხადეთ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. დღეს იმუქრება დესტაბილიზაციით, თუმცა მას ამის რესურსი არ გააჩნია, არც ინტელექტუალური და არც ძალისმიერი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია.