ამ კვლევიდან გამომდინარე „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში გამარჯვებულია, მას ეყოლება მყარი უმრავლესობა და ექნება საშუალება დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა, რომელსაც სავარაუდო კვლავ გიორგი გახარია უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლადო ბოჟაძემ „POSTV“-ის ეთერში, Edison Research-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს კვლევა მთელი გაერთიანებული ოპოზიციისთვის განაჩენია. სანამ ისინი ამ ქვეყნის ძირის გამოთხრას თავს არ დაანებებენ ქვეყნის გარეთ, სანამ ჯართან, პოლიციასთან, ექიმებთან ბრძოლას გააგრძელებენ, მანამდე ექნებათ 2,3 და 1 პროცენტი. „ქართული ოცნება“ მანამდე მოიგებს ნებისმიერ არჩევნებს, სანამ მისი ალტერნატივა „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება. ამიტომ თუ ვინმეს ცვლილებები უნდა, ჯერ ცვლილებები მოვახდინოთ ოპოზიციაში - ჩავაჩოჩოთ „ნაციონალური მოძრაობა““, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკური რეიტინგები ასეთია: “ქართული ოცნება” - 39%; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 16%; “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები”- 5%, „ახალი საქართველო“ - 3%, მოსახლეობის 20% კი ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.