ვანო ჩხარტიშვილი: ხაზარაძემ არ აღიარა მთავარი, რომ ზეწოლით თუ თხოვნით სახელმწიფოსთან გარიგებაში იყო

ვანო ჩხარტიშვილი: ხაზარაძემ არ აღიარა მთავარი, რომ ზეწოლით თუ თხოვნით სახელმწიფოსთან გარიგებაში იყო

ხაზარაძემ არ აღიარა ყველაზე მთავარი, რომ ზეწოლით, ან თხოვნით თავისი ნებით სახელმწიფოსთან იყო გარიგებაში – ჩხარტიშვილი წისქვილკობინატის გასხვისებაზე

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი წიქვილკომბინატის ჩამორთმევისა და შემდეგ თიბისი ბანკის მიერ გაყიდვის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ მას მისი ობიექტის გამოსყიდვა სურდა. ამ მიზნით კი მამუკა ხაზარაძეს პირადად მიმართა.

„ერთ დღეს, წისქვილკომბინატი აუქციონით გაიყიდა, იყიდა ბანკმა და შემდეგ შემოვიდა ახალი მესაკუთრე კოკი ოსიპოვი“, – აცხადებს ვანო ჩხარტიშვილი.

„ოსიპოვი ლონდონში როცა იყო ჩამოსული ჩემთან, მითხრა, რომ ეს დაავალეს და შემომთავაზა პარტნიორობა, რაზეც მე უარი ვუთხარი. ვუთხარი, დააბრუნე ეს ქონება-მეთქი. ვინ დაავალა, არ უთქვამს, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ეს მერაბიშვილმა დაავალა. ამის შემდეგ, ჩამოვდივარ თბილისში, ვხვდები მამუკა ხაზარაძეს.

მე მას ვუთხარი, ვინც მონაწილეობდა ამ საქმეში, ყველას გადავუხდი ფულს და დავაბრუნოთ ეს ქონება უკან-მეთქი. მამუკამ თქვა, მე ეს ქონება საბაზრო პრინციპებით გავყიდეო. მე ვუთხარი, სასამართლოში ხომ არ წავალთ, უხერხულია, მარტო მე ხომ არ ვარ, ასეთი სიტუაციაა-მეთქი.

ანუ, ხაზარაძემ არ აღიარა ყველაზე მთავარი ამბავი, რომ მას ზეწოლით, თხოვნით, თავისი ნებით სახელმწიფოსთან იყო გარიგებაში და ამით ახდენდა ყველა ამ დეტალის რეგისტრაციას და ქონების ჩამორთმევას“, – განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.