რომან გოცირიძე: „ქართული ოცნება“ კანდიდატებს შეარჩევს ერთი ნიშნით - მორჩილება, მორჩილება და მორჩილება

რომან გოცირიძე: „ქართული ოცნება“ კანდიდატებს შეარჩევს ერთი ნიშნით - მორჩილება, მორჩილება და მორჩილება

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ" ქართული ოცნების" მაჟორიტარები მორჩილების ნიშნით შეირჩევიან და ეს იქნება მთავარი კრიტერიუმი. აღნიშნულის შესახებ გოცირიძემ დავით სერგეენკოსა და სოზარ სუბარის მაჟორიტარ კანდიდატებად შესაძლო წარდგენის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

"თუ ჩამოწერილი და ნაფტალინმოყრილი ფიგურები უნდათ, ძალიანაც კარგი. ეს ასხამს ჩვენს წისქვილზე წყალს, შეარჩევენ სხვადასხვა ნიშნით. ზოგს მდუმარების ნიშნით, ზოგი შეიძლება კარგი მოქეიფე და თამადაა და ყველა უნდა იყოს ერთი ნიშნის მატარებელი - მორჩილება, მორჩილება და მორჩილება - ეს უნდა იყოს მთავარი კრიტერიუმი, დანარჩენი შეიძლება ცოტა ინგლისური იცოდე ან რაღაცაში ერკვეოდე, ეს უკვე მეორეხარისხოვანი კრიტერიუმია, პირველი კრიტერიუმი ყურმოჭრილობაა,"- განაცხადა გოცირიძემ.

Maverick შევარდნაძის და სააკაშვილის ეს ლაქია სხვის ყურმოჭრილობაზე რომ ლაპარაკობს ეს არის სასაცილო, "ოცნებამ" კი წარმატებით დამსახურა ეს წამოძახება!

ახია, ახი!
3 წლის უკან