ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის, მეგი დე ბლოკის ახალმა პირბადემ მედიის ყურადღება მიიპყრო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მეგი დე ბლოკი პარლამენტში მივიდა პირბადით, რომელზეც მისივე სახე იყო გამოსახული.
მიუხედავად იმისა, რომ ივნისში დე ბლოკმა პირბადის სავალდებულო ტარების რეგულაცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სახელმწიფო ვერ გაამწესებს თითოეულ მაღაზიაში თითო პოლიციელს, რათა მან ამ რეგულაციის შესრულება გააკონტროლოს, ამჯერად მინისტრმა მოქალაქეებს პირბადის ტარებისკენ საკმაოდ ორიგინალურად მოუწოდა.
ბელგიაში პირბადის ტარება შენობებში სავალდებულოა.