ჯეიმს ბონდის სერიალში გადაღებული ავტომობილი Lamborghini Diablo აუქციონზე გაიყიდება

ჯეიმს ბონდის სერიალში გადაღებული ავტომობილი Lamborghini Diablo აუქციონზე გაიყიდება

1992 წელს გამოშვებული Lamborghini Diablo, რომელიც ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ სერიაშია გამოყენებული აუქციონზე გაიტანეს. ამის შესახებ TMZ წერს.

ავტომობილის საწყისი ფასი $119 500-ია. ავტომობილის გარბენი 73 ათასი კილომეტრია.

ფილმში ამ მანქანით, პოლკოვნიკი ტან-სუნ მუნი გადაადგილდებოდა. „ჯეიმს ბონდის სერიებში გამოყენებული იყო ძვირადღირებული ავტომობილები და მონაწილეობდნენ ულამა​ზესი ქალები“, - წერს გამოცემა.

ერთი წლის წინ ჯეიმს ბონდის Aston Martin-ი აუქციონზე $6.4 მილიონად გაიყიდა.