საფეხბურთო კლუბი „პორტუ“ პორტუგალიის ჩემპიონატის გამარჯვებულია. სერჟიო კონსეისაოს მომზადებულმა გუნდმა გუშინ, საკუთარ მოედანზე „სპორტინგი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ოქროს მედლები პრიმეირა ლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდა.
გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში გოლი დანილო პერეირამ და მუსა მარეგამ გაიტანეს. არსებობის ისტორიაში „პორტუ“ ქვეყნის ჩემპიონი ოცდამეცხრედ გახდა, კონსეისაომ კი ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეს ტიტული მეორედ მოიგო.