დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, რომლის ქორწილიც ორჯერ გადაიდო, დაქორწინდა. ფოტო ფრედერიქსენმა Instagram-ზე გამოაქვეყნა.
42 წლის პრემიერის ქმარი 55 წლის ფოტოგრაფი ბო ტენგბერგია. დანიური მედიის ცნობით, საქორწინო ცერემონია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მიონის კუნძულზე გაიმართა.
2019 წლის 27 ივნისს მეტე ფრედერიქსენი დანიის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა. 2019 წლის საპარლამენტო არჩევნების გამო წყვილმა ქორწილი 2020 წლის ივლისამდე გადადო. თუმცა იმის გამო, რომ 17-18 ივლისს ევროკავშირის საგანგებო სამიტი დაინიშნა და ფრედერიქსენი ამ დროს ბრიუსელში უნდა ყოფილიყო, საქორწინო ცერემონია რამდენიმე დღით ადრე გაიმართა.