ბრაიან ოსტინმა ახალი ურთიერთობა ოფიციალურად დაადასტურა: ვინ არის მსახიობის რჩეული?

ბრაიან ოსტინმა ახალი ურთიერთობა ოფიციალურად დაადასტურა: ვინ არის მსახიობის რჩეული?

როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინ 34 წლის მსახიობი მეგან ფოქსი და მისი აწ უკვე ყოფილი მეუღლე 46 წლის ბრაიან ოსტინი ერთმანეთს დაშორდნენ. მიზეზად ამერიკელი ლამაზმანის რეპერ Machine Gun Kelly-სთან რომანი სახელდება.

ბრაიანმა ინფორმაცია გასულ თვეს დაადასტურა და განაცხადა, რომ მეუღლემ მიატოვა და ახლა ის რეპერ Machine Gun Kelly-ის ხვდება. მეგანს და ბრაიანს სამი შვილი ჰყავთ Bodhi, Noah და Journey. წყვილი მეურვეობის საკითხებზე ჯერ არ შეთანხმებულა.

უიღბლო ქორწინების შემდეგ ბრაიანმა ამჯერად ურთიერთობა მოდელ Tina Louise-თან დაიწყო. წყვილი პაპარაცებმა გასულ დღეს Agoura Hills-ში, კალიფორნიაში პაემანზე მიმავალი Sage Vegan Bistro-ში დააფიქსირეს.