სერგი კაპანაძემ ნინო წილოსანის განცხადებას უპასუხა, რომელმაც „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის მხრიდან „ელექტრონული კომუნიკაციების“ კანონში შესატანი ცვლილების კრიტიკა ინტერესთა კონფლიქტს დაუკავშირა. წილოსანი აქცენტს იმაზე აკეთებდა, რომ კაპანაძის ძმა „კავკასუს ონლაინის“ იურისტია. "ევროპული საქართველოს" წევრის თქმით, ამ შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს.
„იმის გამო, რომ პასუხები არ აქვთ იმ კითხვებზე, რაც დაისვა, ახლა მოიგონეს ტალახის ახალი გზა, რომ თურმე მე მაქვს რაღაც ინტერესთა კონფლიქტი. ელემენტარული გადამოწმების ამბავია. ჩემი ძმა იურისტი არის ნამდვილად და ბევრ კომპანიას ემსახურება. ამბავი ის არის, რომ კომერციულ საქმიანობას უნდა უწეოდეს და უნდა იყოს მეუღლე ან შვილი“, - აღნიშნა კაპანაძემ.
პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების“ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა.