ევროკავშირის ელჩს სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს საწინააღმდეგო გზავნილი ჰქონდა.
„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკაშირის წევრობის შანსი“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობდა. ღონისძიება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა.