არჩილ თალაკვაძე გიგი წერეთელს: ბიუროს ყველა სხდომაზე წერილი შემოგაქვთ, თითქოს სხდომას არ ესწრებით და შემდეგ სხდომებს ესწრებით

არჩილ თალაკვაძე გიგი წერეთელს: ბიუროს ყველა სხდომაზე წერილი შემოგაქვთ, თითქოს სხდომას არ ესწრებით და შემდეგ სხდომებს ესწრებით

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ბოიკოტის რეჟიმის დეტალებით დაინტერესდა. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ფრაქცია ბიუროს ყველა სხდომის დაწყებამდე ადმინისტრაციას წერილობითი ფორმით მიმართავს და აცხადებს, რომ სხდომას არ დაესწრება, თუმცა მისი წევრები სხდომაზე მაინც შედიან. ამ კითხვით თალაკვაძემ გიგი წერეთელს მიმართა.

„ევროპული საქართველოს“ მომართვა გვაქვს სხდომებთან დაკავშირებით. ეს ჩემთვის გაუგებარია. ყოველ ბიუროზე შემოდის ეს წერილები და შემდეგ ყველა სხდომას ესწრებით. ბატონო გიგი, იქნებ აგვიხსნათ, როგორ ხდება ეს, რომ ყოველ ბიუროზე წერილი შემოგაქვთ, რომ სხდომას არ ესწრებით და შემდეგ სხდომებს ესწრებით. ავტომატურად ხომ არ შემოაქვს ეს თქვენი ფრაქციის აპარატს?,“-განაცხადა თალაკვაძემ.

გიგი წერეთელმა კი უპასუხა, რომ ფრაქცია მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას ესწრება.

„რეგლამენტითაა განსაზღვრული, რომ როცა იწყება სხდომები, დასტურდება, ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი რა რეჟიმშია. ჩვენ ადრეც განვაცხადეთ, რომ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, რომლებიც ეხება პანდემიას თუ სხვა ეკონომიკურ-პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, დავესწრებით“, - აღნიშნა წერეთელმა.